newsიტალია

მილანსა და ლომბარდიაში თოვლიანი დილა გათენდა; გადათეთრდა ვენეციაც (ფოტო/ვიდეო)

დღეიდან იტალია 3 დღით „ნარინჯისფერ ზონაშია“

მილანმა და ლომბარდიის რეგიონმა დღეს დილით ახალმოსული თოვლის თეთრ, ქათქათა საბანში გახვეულებმა გაიღვიძეს. ამ დროისთვის ლომბარდიის დედაქალაქში თოვლის საფრის სისქე 5-10 სმ-ია. ძირითადი გზები უკვე გაწმენდილია, თუმცა მეორადი გზები ჯერ კიდევ თოვლითაა დაფარული. ინფორმაციას ფოტოებთან ერთად იტალიური მედია ავრცელებს.

თოვლი თითქმის მთელ რეგიონში მოვიდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბლობის გარდა, სადაც თოვლი და წვიმა ერთმანეთში აირია.

ლომბარდიის დედაქალაქი, რომელიც დღეიდან 3 დღით „ნარინჯისფერ“ ზონას დაუბრუნდა (ისევე, როგორც მთელი იტალია), გამთენიისას მშვიდად ეგებებოდა თოვლის მსხვილ ფანტელებს.

Milan, Italy, 28.12.2020. Ansa/Matteo Corner

პროგნოზის თანახმად, თოვა დღის მეორე ნახევარში შეწყდება და უახლოეს დღეებში მოღრუბლული ამინდი ან ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება.

დღეს დილით ბერგამოს პროვინციაც მთლიანად თოვლში გახვეული აღმოჩნდა. დაბლობ ადგილებშიც კი თოვლის საფარმა 10 სმ-ს მიაღწია.

მცირე თოვლმა ვენეციის სახლის სახურავები და პატარა ქუჩებიც გადაათეთრა. ქალაქის ძირითად გზებზე კი მარილი მოაყარეს. ადრე დილიდან თოვა ადგილ-ადგილ წვიმაში გადაიზარდა. ვენეტოს დედაქალაქში 10:30 სთ-ისთვის წყლის მოქცევის პიკს ელოდებიან 130 სმ-მდე, რის გამოც უკვე გააქტიურდა რაბების დამცავი სისტემა MOSE.

თოვლმა სირთულეები და საცობები შექმნა ჩრდილოეთის რამდენიმე ავტომაგისტრალზე – მაგ., ლიგურიის დედაქალაქისკენ მიმავალ A26 ტრასაზე, A7-ს გადაკვეთასთან. აგრეთვე, A10 ტრასის მონაკვეთზე ფინალე ლიგურიდან (Finale Ligure) სავანამდე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close