„ქუთაისი-ბაღდათის გზა არის სასაკლაო…“ – ავარიას კიდევ ერთი ოჯახი შეეწირა
17 დეკემბერს ავტოსაგზაო შემთხვევას ბაღდათი-ქუთაისის გზაზე 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. დაღუპულია 16 წლის მოზარდი და მისი მშობლები.
„დაიჯესტის“ ინფორმაციით, ოჯახი – იმედა ოქროჭელიძე, მისი მეუღლე ცუნცულა ენდელაძე და შვილი – ბექა ოქროჭელიძე – ბაღდათის რაიონის სოფერლ ფერსათში ცხოვრობდა.
არსებული ინფორმაციით, 16 წლის ბექა სტიქაროსანი იყო.
ბაღდათი-ქუთაისის გზაზე მომხდარ ავარიას სოციალურ ქსელში საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი, გამოეხმაურა:
„რამდენიმე კვირის წინ ერთი ოჯახის 5 ადამიანი დაიღუპა, ახლა ეს ტრაგედია. მანამდე კიდევ ასეულობით დაღუპული ბაღდათში. ვიღაც უნდა მიხვდეს, რომ ქუთაისი-ბაღდათის გზა არის არათუ შავი წერტილი, არამედ სასაკლაო და გასატარებელია უსაფრთხოების ღონისძიებები. ნახეთ საიმედოს სასაფლაო, სავსეა ამ გზაზე დაღუპული ახალგაზრდებით“, – წერს დავით მესხიშვილი Facebook-ზე.
კომენტარები