მედიცინამსოფლიო

კვლევით დამტკიცდა, რომ COVID-19-ისადმი იმუნიტეტი ინფექციის გადატანიდან, სულ მცირე, 6-8 თვის განმავლობაში გრძელდება

ახლა უკვე გვაქვს კარგი პასუხი COVID-19-ის შესახებ ერთ სასიცოცხლო, მაგრამ გაჭიანურებულ კითხვაზე – რამდენ ხანს გრძელდება იმუნურობა?

როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს აქვთ მტკიცე იმუნური მეხსიერება, რომელიც, სულ მცირე, რვა თვის განმავლობაში ძლებს.

ეს მეხსიერება მხოლოდ ანტისხეულებს როდი ეფუძნება; მასში ასევე ჩართულია სისხლის თეთრი უჯრედები, სახელად T ლიმფოციტები და B ლიმფოციტები, რომლებსაც მეხსიერების შთამბეჭდავი ძალა აქვთ.

ერთობლივად, დაცვის ეს შრე იმუნურ სისტემას აიძულებს, რომ სხეულში ხელახლა მოხვედრის შემთხვევაში, კორონავირუსი ამოიცნოს და ხელახლა დაესხას თავს; შესაბამისად, ახდენს კიდევ ერთხელ ინფიცირებისგან პრევენციას.

იმის შესაფასებლად, თუ რამდენ ხანს სძლებს იმუნურობა ვირუსისადმი იმუნიტეტის ამ სხვადასხვა შრეში, მეცნიერებმა შეისწავლეს, რამდენი და რა ტიპის იმუნური უჯრედები ჰქონდათ კორონავირუსის პაციენტებს გამოჯანმრთელებიდან თვეების შემდეგ.

მათი კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის, მაგრამ გვაძლევს იმედს, რომ ისინი, ვინც უკვე გამოჯანმრთელდა, საკმაო ხნის განმავლობაში ვირუსისგან დაცული იქნებიან.

„ადამიანთა უმეტესობას ვირუსისადმი იმუნური სისტემის უმეტესი ნაწილის პასუხი უფიქსირდება და ეს ნაწილები ექვსი თვის შემდეგაც აქტიურია. საკმაოდ კარგი ამბავი ჩანს დამცავი იმუნურობის ქონის თვალსაზრისით“, – ამბობს კვლევის თანაავტორი, კალიფორნიის ლა-ჯოლას იმუნოლოგიის ინსტიტუტის ვირუსოლოგი შეინ კროტი.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ იქამდე, ვიდრე მეცნიერებს ამ ვირუსის შესასწავლად უფრო მეტი დრო არ ექნებათ, არ არსებობს გზა, რომლითაც ვიწინასწარმეტყველებდით, რამდენ ხანს გაძლებს კონკრეტული პიროვნების იმუნურობა ინფექციის გადატანის შემდეგ.

„არ არსებობს სისხლის სწრაფი ტესტი, რომელიც გვეტყვის, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში შენ ვირუსისადმი იმუნური იქნები. ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, კალიფორნიის ლა-ჯოლას იმუნოლოგიის ინსტიტუტის ვირუსოლოგი შეინ კროტი.

სტატიის სრული ვერსია წაიკითხეთ 1tv.ge-ზე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close