„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ადგილობრივი გამოცემის, „ველთ ამ ზონთაგის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ 16 ფედერალური შტატის ჯანდაცვის მინისტრებმა უკვე შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხედვითაც, თითოეულ ადმინისტრაციულ ოლქში ერთი ან ორი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნება.
ამასთან, შეიქმნება ვაქცინაციის მობილური ჯგუფებიც. ქვეყნის დედაქალაქ ბერლინში კი ვაქცინაციის ექვსი ცენტრი იქნება.
ევროკავშირმა „ბიოენტექთან“ და „პფიზერთან“ წინასწარ გაფორმებული შეთანხმებით ვაქცინის 300 მილიონი დოზა შეიძინა. გერმანიის მოსახლეობისთვის ვაქცინაცია 2021 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.
1tv.ge
კომენტარები