ვიდეოსაზოგადოებასაქართველო
როგორ გააცილეს კლინიკიდან ქუთაისელი 102 წლის ბებო, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა (ვიდეო)
102 წლის გალინა ზაქარაძემ, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, კლინიკა დატოვა. ქუთაისის ინფექციური კლინიკის მედპერსონალმა მოხუცი აპლოდისმენტებით გააცილა. ის ხანდაზმულთა სახლში გადაიყვანეს.
გალინა ბებო კლინიკაში ორი კვირის წინ შეიყვანეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, მოხუცი თავს კარგად გრძნობს და საავადმყოფო დატოვა.
„102 წლის გალინა ბებომ ვირუსი დაამარცხა. ის კლინიკიდან გავწერეთ. ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 74 კოვიდინფიცირებული პაციენტი. 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 13 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ასევე გვყავს ჩვილებიც”, – განაცხადა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა ნოდარ მაღლაფერიძემ.
imedinews.ge
კომენტარები