მსოფლიოnewsსაზოგადოება

საფრანგეთში სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა (ვიდეო)

საფრანგეთში სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დაპირისპირება კომპიენში მოხდა. სტუდენტები აპროტესტებდნენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, სკოლები და უნივერსიტეტები კვლავ გაიხსნა.

სტუდენტები მიიჩნევენ, რომ სასწავლო პროცესის მიმდინარეობა ჯანმრთელობისთვის საშიშია.

პოლიციის ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას ოთხი სტუდენტი დააკავეს. შეტაკების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. პოლიციის განცხადებით, დემონსტრანტების ნაწილის ქცევა მიუღებელი იყო.

კომპიენის მერი, ფილიპ მარინი მომხდარს გმობს და დემონსტრანტების ქცევას პოლიციაზე თავდასხმად აფასებს.

საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მკაცრი კარანტინი დაწესდა, თუმცა ქვეყნის მასშტაბით სკოლები და უნივერსიტეტბი ღიაა. კვირას ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 86 852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

1tv.ge

Le Parisien-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ ახალგაზრდები პოლიციის ავტომობილის გადაბრუნებას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close