მსოფლიოკრიმინალი

ავსტრიაში დააკავეს ქალი, რომელიც აცხადებს, რომ სამი შვილი მოკლა

ავსტრიის პოლიციამ დააკავა ქალი, რომელიც აცხადებს, რომ სამი შვილი მოკლა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ვენაში მცხოვრებმა 31 წლის ქალმა დილით, 5:20 საათზე პოლიციას დაურეკა და თქვა, რომ შვილები დახოცა და თავის მოკვლას აპირებდა. ერთი ბავშვი 9 წლის, მეორე 3-ის, ყველაზე პატარა კი 8 თვის იყო.

პოლიციელებს ადგილზე ორი ბავშვის ცხედარი დახვდათ, მესამე, უფროსი ბავშვი კი, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდარის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ქალს თვითდაზიანებები აღენიშნება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close