ქართველები უცხოეთშისპორტი
ანრი ეგუტიძე, რომელიც პორტუგალიის სახელით ასპარეზობს, ძიუდოში პორტუგალიის ჩემპიონი გახდა
ქართველი ძიუდოისტი ანრი ეგუტიძე, რომელიც პორტუგალიის სახელით ასპარეზობს, პორტუგალიის ჩემპიონი გახდა.
მან ოქროს მედალი 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოიპოვა, მაგრამ კარიერას ისევ 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში აგრძელებს.
ეგუტიძე ლისაბონის „ბენფიკას“ ძიუდოს გუნდის ღირსებას იცავს. მან პორტუგალიის ჩემპიონის ტიტული პირველად მოიგო.
ანრი ეგუტიძეს ძიუდოს მსოფლიო ტურის ეგიდით გამართულ ტურნირებზე 4 მედალი აქვს მოპოვებული – 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.
მას თითო ბრინჯაოს მედალი ბრაზილიისა და ზაგრების გრან პრიზე აქვს მოგებული, ერთი ბრინჯაოს მედალი – თბილისის გრან პრიზე, ხოლო ვერცხლს თბილისის გრან პრიზე 2018 წელს დაეუფლა, როდესაც ფინალი თამაზ კირაკოზაშვილთან წააგო.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები