მსოფლიო

სად გაქრა ქალი, რომელმაც პუტინს ტყუპი გაუჩინა?

ყოფილი რუსი ტანმოვარჯიშე, რომელზეც ვრცელდებოდა ჭორები, რომ ვლადიმირ პუტინისგან ტყუპი შეეძინა, საჯაროდ 2018 წლის შემდეგ აღარ გამოჩენილა.

ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, 37 წლის ალინა კაბაევა ვლადიმირ პუტინის მეგობარი გოგო იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ის მაშინ გაქრა, როცა ორი თვის ფეხმძიმე იყო.

ალინა კაბაევა 1983 წელს უზბეკეთში დაიბადა, ის სპორტულ ოჯახში აღიზარდა,
სამი წლის ასაკიდან ტანვარჯიშზე დაიწყო სიარული და ნამდვილ ამომავალ ვარსკვლავად იქცა.

მან 2004 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიგო, მანამდე, 2000 წელს –  ბრინჯაოსი.

კრემლი უარყოფდა, რომ ალინა კაბაევა პუტინის საიდუმლო პირველი ლედი იყო.
ასეთი ჭორი პირველად 2008 წელს გავრცელდა, როცა ერთ-ერთმა გაზეთმა მათი რომანის შესახებ დაწერა. პუტინი 2013 წელს ცოლს გაშორდა და უარს აცხადებს თავისი პირადი ცხოვრების შესახებ საუბარზე.

კაბაევა 2016 წელს არათითზე ბეჭდით გამოჩნდა, რამაც მითქმა-მოთქმა უფრო გაამძაფრა.

2017 წელს გავრცელდა ხმები, რომ ტანმოვარჯიშე პუტინისგან ტყუპს ელოდებოდა, 2018 წელს კი იგი გაუჩინარდა.

https://www.thesun.co.uk

exclusivenews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close