საზოგადოება

„მეც მოვყოლოდი მაგ სახლის ქვეშ“ – მეწყერს გადარჩენილი გოგონა

ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო. თედორაძეების 4-სულიანი ოჯახიდან მხოლოდ მეექვსეკლასელი გოგონა, თიკა გადარჩა, რომელიც ტრაგიკული შემთხვევის დროს სახლში არ იყო – შუახევში ბებიასთან იმყოფებოდა.

სოციალურ ქსელში თიკა ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„დეე, მაა, ძამიკოო, აი სიტყვებით ვერ აღვწერ, ისე მენატრებით. ბოლოჯერ მაინც ჩაგხუტებულიყავით და მეც მოვყოლოდი მაგ სახლის ქვეშ… დღეს ხომ მეც თქვენთან ერთად ვიქნებოდიი“, – წერს თიკა თედორაძე.

ტრაგედია პირველ ოქტომბერს, ღამით მოხდა. გოგონას მშობლები მაშველებმა მეწყრული მასიდან  2 ოქტომბერს ამოიყვანეს, გარდაცვლილები, მისი მეათეკლასელი ძმის ცხედარი კი ორი დღის ძებნის შემდეგ იპოვეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, თიკა თედორაძეს სახელმწიფო მხარში დაუდგება და მეურვეობას გაუწევს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close