ვინ სად წავიდა? – 9 ცნობილი ადამიანი, რომლებიც წელს არჩევნებში მონაწილეობენ
ცნობილი ადამიანების დიდ პოლიტიკაში წასვლა უცხო და მოულოდნელი არასდროს ყიფილა. პერიოდულად ჩნდებიან საზოგადო მოღვაწეები – მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები, მწერლები, პოეტები, ჟურნალისტები და რეჟისორები, რომლებიც, პირდაპირ თუ ირიბად რომელიმე პოლიტიკოსს ღიად უჭერენ მხარს. არიან ისეთებიც, რომლებიც არა მხოლოდ გულშემატკივრობენ, არამედ მათ რიგებშიც მოიაზრებიან და საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრისთვისაც ღიად იბრძვიან.
„დაიჯესტი“ გაგაცნობთ, რომელი ცნობილი ადამიანები მოსინჯავენ ბედს 2020 წლის არჩევნებში.
- მომღერალი ცისანა სეფიაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის ოცეულშია.
2. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წყალტუბოში „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატია.
3. პიანისტი ელისო ბოლქვაძე „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაშია.
4.„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სიის წევრია მომღერალი ზურაბ ხაჩიძე.
5. ახალმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ფესვები“ გურიაში მაჟორიტარ დეპუტატონის კანდიდატად მომღერალი ნუგზარ კვაშალი წარადგინა.
6. ახალმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ფესვები“ რუსთავში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე წარადგინა.
7. მორაგბე დავით კაჭარავა „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაშია.
8. კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაშია.
9. „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა.
კომენტარები