თურქეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელისб ემრე აშიქის ცოლმა ქილერი დაიქირავა ქმრის მკვლელობისთვის.
იაგმურ აშიქმა ქილერს 10 მილიონი თურქული ლირა (1.1 მილიონი ევრო) გადაუხადა ყოფილი ფეხბურთელის მკვლელობისთვის, ასევე სთხოვა მას, უსაფრთხო ადგილი მოენახა გვამის დასამარხად. გეგმა ჩავარდა – პროფესიონალმა მკვლელმა ყველაფერი თავად აშიქს მოუყვა. ახლა იაგმურსა და მის პარტნიორს ერდი სუნგურს ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობისთვის.
თავდაპირველად ქალმა თავის ბოიფრენდს სთხოვა ქმრის მოკვლა. „იაგმური მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ მიეღო მემკვიდრეობით ემრეს ქონება. ის მთხოვდა მის მოკვლას, მაგრამ უარი ვთქვი. ერთხელ ხორცის ნაჭერი მოიტანა და უნდოდა მისთვის მესროლა. ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. „არ შეგიძლია ამის გაკეთება!“ – გაბრაზდა ის“, – განაცხადა სუნგურმა. მან მოგვიანებით იაგმურს ქილერი გააცნო, რომელმაც პატიმრობა მოიხადა სამი ადამიანის მკვლელობისთვის.
გამამტყუნებელი დასკვნის თანახმად, იაგმურმა ქილერს პისტოლეტი მისცა და ისინი ერთად ეძებდნენ შესაფერის ადგილს აშიქის დასამარხად. ბოლო მომენტში ქილერმა უარი თქვა გეგმაზე და ყველაფერი ფეხბურთელის წარმომადგენლებს შეატყობინა.
46 წლის ემრე და იაგმურ აშიქები 2012 წელს დაქორწინდნენ. მათ სამი შვილი ჰყავთ. კარიერის დასრულების შემდეგ, აშიქი წარმატებულია სამშენებლო ბიზნესში.
ემრე მცველის პოზიციაზე თამაშობდა. ის ირიცხებოდა სამივე თურქულ გრანდში – „ფენერბაჰჩეში“, „გალათასარაისა“ და „ბეშიქთაშში“.
1tv.ge
კომენტარები