საზოგადოება
„ბავშვი დაგლეჯილია…“ – კასპის მუნიციპალიტეტში 18 წლის ბიჭი საკუთარმა ხარმა მოკლა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში 18 წლის ბიჭი საკუთარმა ხარმა მოკლა.
სოფელში მეზობლები „რეპორტიორს“ უყვებიან, რომ 18 წლის გიორგი ნატროშვილს ხარი მტკვრის პირას საბალახოდ ჰყავდა წაყვანილი. მათი თქმით, აღნიშნულ ფაქტს მწყემსი შეესწრო, რომლებმაც პოლიცია გამოიძახა.
როგორც ადგილობრივებმა „რეპორტიორს“ უთხრეს, ხარი ბიჭის გაზრდილი იყო. ხარი წინა დღეს დაკოდეს და, მათი ვარაუდით, პირუტყვის გაღიზიანება ამან გამოიწვია.
„ბავშვი დაგლეჯილია… პოლიციამ გიორგი ექსპერტიზაზე წაიყვანა და სახლში დღეს გადაასვენეს. ახლა დაამთავრა საშუალო სკოლა, ჯარში აპირებდა წასვლას“, – უყვება „რეპორტიორს“ სოფლის მაცხოვრებელი.
კომენტარები