საზოგადოებაnewsსაქართველო

შატილში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული პაციენტები კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებენ

23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული სამი პაციენტიდან ერთმა კლინიკა უკვე დატოვა, ორი პაციენტი კი კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

23 აგვისტოს შატილის, მუცოს და ანატორის აკლდამების დასათვალიერებლად ერთდღიან ტურში მყოფი ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი უკან, თბილისში ბრუნდებოდა და ხევსურეთის სოფელ ბისოსთან 80 მეტრის სიმაღლის კლდოვანი ფერდობიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close