მიგრაციაქართველები უცხოეთში
ემიგრაცია: იძულებით დაყოფილი ოჯახები და მონატრება (ვიდეო)
საქართველოს უახლეს წარსულში სამოქალაქო ომის ფაქტორმა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის მიწურულს გამოიწვია ჩვენი მოქალაქეების მასობრივი გადინება ქვეყნიდან. ქართველი ემიგრანტების რაოდენობის ზრდა არც ბოლო წლებში მცირდება. მიგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებული 2019 წლის მიგრაციის პროფილის თანახმად, 2018 წელს ემიგრანტთა რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა.
ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი ქართველი დედები და მამები არიან, რომლებმაც გადარჩენისთვის ბრძოლის აქაურ წესებს ან ალღო ვერ აუღეს, ან ვერ შეეგუენ და შვილების უკეთესი მომავლისთვის გაწირეს საკუთარი თავი. საბოლოოდ ამ მწარე დილემის სასწორზე იდება ორი რამ: ერთ მხარეს – სოციალური და ეკონომიკური გადარჩენის საჭიროება, ხოლო მეორე მხარეს – შვილებთან და ოჯახთან ფიზიკური ურთიერთობა.
კომენტარები