უცხოელები, რომელთა ახლო ნათესავები რუსეთის მოქალაქეები არიან, რუსეთის ვიზებს გამარტივებული წესით მიიღებენ.
როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„დღეს გავამარტივებთ ჩვეულებირივი ვიზების გაფორმებისა და რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის წესებს ჩვენი მოქალაქეების ნათესავებისთვის – მეუღლეებისთვის, მშობლებისთვის, შვილებისთვის, ძმებისთვის, დებისთვის, ბებიებისთვის, პაპებისთვის, შვილიშვილებისთვის – რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ“, – განაცხადა მიშუსტინმა.
რუსეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, საუბარია შესაბამის კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე.
როგორც მიშუსტინმა აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეების ნათესავები ვიზის მიღებას ერთ წლამდე ვადით შეძლებენ, რუსეთის მოქალაქის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
1tv.ge
კომენტარები