ქართველები უცხოეთში

ბროდვეიზე რომ გახვალ, ბანერზე წარმატებულ ქართველ გოგონას დაინახავ!

სოციალური ქსელის მომხმარებელი მარინა ირემაშვილი თავის პოსტში ახალგაზრდა წარმატებულ  ქართველ ბანკირ ქალს ანა ალექსანდრიას გვაცნობს, რომელიც „ფინანსური სფეროს უმაღლეს ლიგაში“ მოხვდა:

„ეს, ნიუ იორკში, ბროდვეიზე, „მორგან სტენლის“ სათავო ოფისის ფასადზე ჩემი საამაყო ქართველის ფოტოა – 2020 წლის დებიუტანტი ინვესტმენტბანკირი ანა ალექსანდრიაა.

ანა ამ ფინანსური მაგნატის ახალი ბანკირების მსოფლიო ოცეულში მოხვდა, ლონდონის ბიზნესსკოლის მაგისტრატურის უმაღლესი შედეგებით დამთავრებისთანავე.

ვინც იცნობს, კარგად იცის, რომ ეს ანას თავგადადებული სწავლისა და დაუღალავი შრომის დამსახურებული შედეგია. მასზე უფრო ჭკვიანს, მონდომებულს და მიზანდასახულს, მე არ ვიცნობ და მოხვდა კიდეც ფინანსური სფეროს უმაღლეს ლიგაში. გულით ვუსურვებ ჩვენს გოგოს წინსვლას და ბედნიერებას! ეს პოსტიც ვერ იტევს სიამაყეს და სიხარულს! “, – წერს მარინა ირემაშვილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close