სექტემბრის ზოგადი და ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
დადგა შემოდგომა, რაც ნიშნავს, რომ დროა ზაფხულის საქმეები დაასრულოთ და თქვენ გარშემო სივრცე გაათავისუფლოთ ენერგეტიკულ დონეზე. ეს საშუალებას მოგცემთ დააბალანსოთ ცხოვრების ყველა სფერო, მოიცილოთ ნეგატივი და გაათავისუფლოთ ადგილი ბარაქისა და სიმდიდრისთვის.
შემოდგომის პირველი თვე საკმაოდ რთულია, 6 სექტემბრიდან მარსი – აქტიურობის პლანეტა – ვერძის ნიშანში ჩერდება და ემზადება, რომ რეტროგრადულ ფაზაში გადავიდეს, რომელიც 2 თვეს გაგრძელდება – 10 სექტემბრიდან 14 ნოემბრამდე. მარსის სტაციონარულობას ყველა საქმეში შეფერხება მოჰყვება, უფრო ხშირად გამოვა მწყობრიდან ტექნიკა და ავტოტრანსპორტი.
მარსი განსაზღვრავს ჩვენს შრომისუნარიანობას, აქტიურობას და ინიციატივიანობას, რაც ადამიანის თვითდამკვიდრების საშუალებაა. სექტემბერში მნიშვნელოვნად სუსტდება ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია ბრძოლასთან, პირად ენერგიასთან, შეუპოვრობასთან, ლიდერული თვისებების გამოვლენასთან. მოვიდა დრო, გადახედოთ თქვენს ფიზიკურ აქტივობას, საქმიანობის სფეროს. მარსის რეტროგრადულობა ხელს უწყობს სიზარმაცის გამოვლენას, შესაძლებელია არ მოისურვოთ საკუთარ თავზე მუშაობა, საკუთარი ნების გამოჩენა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.
ზოგადი ჰოროსკოპი
რეალიზაციის და გადაწყვეტილებების მიღების ყველა სფეროში ცვლილებები მოხდება. სექტემბერში უმჯობესია ახალი არაფერი დაიწყოთ, არამედ ახალი პროექტების დაგეგმვით ან არსებულის კორექტირებით დაკავდეთ. ვერძებს საშუალება მიეცემათ ახალ დონეზე გავიდნენ, თუმცა ამისთვის საკუთარი ქმედებები უნდა გააანალიზონ.
შესაფერისი პერიოდია, რათა გაიაზროთ ცხოვრებისეული მიზნების მიღწევის საშუალებები. შედეგად, შესაძლებელია ყველა სფეროში ხარისხიანი ცვლილებები გაატაროთ. ამ პერიოდში წარსულიდან დაბრუნდებიან ადამიანები – ძველი პარტნიორები პირად ან საქმიან ურთიერთობებში.
სექტემბერში ვერძებმა ყურადღება უნდა მიქციონ ფულის დღეებს, როცა ფული თვითონ უცვივდებათ ხელებში. პლანეტების დადებითი ზეგავლენა მხოლოდ აღმაფრენებს გპირდებათ: შეგიძლიათ ხელსაყრელად გადაახურდაოთ ვალუტა, შეიძინოთ საქონელი ან მოელაპარაკოთ კარგ ფასდაკლებაზე. ყველაზე მთავარია – კანონის ფარგლებში იმოქმედოთ, მოქმედების გეგმას მისდიოთ, იოლ ფულს არ გამოეკიდოთ და ნეგატიურ განეწყობას არ დანებდეთ ფორსმაჟორული სიტუაციების წარმოშობისას. სწორედ დროულად ტაქტიკის შეცვლის უნარი გახდება ამ თვეში თქვენი წარმატების საფუძველი.
კურო
ზოგადი ჰოროსკოპი
საქმიანი ურთიერთობებისა და კონტაქტებისას, როგორც პირად ისე, სოციალურ სფეროში, პრობლემები გექნებათ თქვენ მიერ პარტნიორების იდეების და ინტერესების იგნორირების გამო. შესაძლოა წვრილმანი წარუმატებლობები და უსიამოვნებები შეგხვდეთ, უმნიშვნელო დანაკარგები და ზარალი განიცადოთ, თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება გაღრმავდეს მფლანგველობისა და სიამოვნებასა და გართობაზე გაწეული გაუაზრებელი დანახარჯების შედეგად.
იზრდება სოციალურად აქტიური ადამიანების უნარი, გავლენა მოახდინონ ადამიანებზე; მატულობს შემოქმედებითი ენერგია, აქტიურობა საკუთარი ინტერესების გატარებისა და იდეების დამტკიცებისთვის.
ფინანსური ჰოროსკოპი
კუროებმა კარგად უნდა იშრომონ, რომ სასურველს მიაღწიონ. ამისათვის კონცენტრირება უნდა მოახდინოთ დასახულ მიზნებზე და წვრილმან საქმეებზე არ მოცდეთ. შეძლებთ შეავსოთ თქვენი ფულადი მარაგები და მომავლისთვისაც გადადოთ თანხის ნაწილი. გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთი შეიძლება შურით განიმსჭვალოს თქვენი ფინანსური წარმატების გამო, ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, არ მოუყვეთ ადამიანებს, განსაკუთრებით – გარეშე პირებს თქვენს წარმატებებსა და შემოსავლებზე.
ტყუპი
ზოგადი ჰოროსკოპი
წარმატებული საქმიანობისა და კონფლიქტების ეფექტიანი დარეგულირებისათვის აუცილებელია სიტუაციები მშვიდად და ნათელი გონებით გაიაზროთ. კარგი პერიოდია კვლევებისთვის, მათ შორის, საქმიანი და ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად.
შესაძლებელია საიდუმლო ინფორმაცია, უჩვეულო ცნობები მიიღოთ. შესაფერისი პერიოდია ნებისმიერი სახის საქმიანი და გონებრივი მოღვაწეობისათვის, გავლენიან ადამიანებთან მოლაპარაკებებისათვის, მსჯელობისა და გამოსვლებისათვის, დოკუმენტებთან მუშაობისთვის, გარიგებების დადებისათვის. კარგი დროა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად და ექიმის კონსულტაციების მისაღებად.
ფინანსური ჰოროსკოპი
სექტემბერი საკმაოდ ერთგვაროვნად ჩაივლის ფინანსურ სფეროში. იქნება დაგეგმილი დანახარჯები და სასურველი შემოსავალიც. ყველა დადებითი მოვლენა, რომელიც სექტემბერში მოხდება, სასიკეთო გავლენას მოახდენს მომავალზე, თუმცა სამსახურში მშვიდმა სიტუაციამ უნდა დაგაფიქროთ – ჩაწყნარება ქარიშხლის წინ ხდება ხოლმე. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ვიღაც ხრიკებს გიწყობთ და თქვენს ზურგსუკან ინტრიგას ხლართავს. უფრო მეტიც: ნებისმიერი შეცდომის ან შეუსრულებელი საქმის გამო ხელმძღვანელობასთან დაგაბეზღებენ.
კირჩხიბი
ზოგადი ჰოროსკოპი
შესაძლებელია ახალი სასარგებლო კავშირები, უჩვეულო შემობრუნება კოლეგებსა და პარტნიორებთან ურთიერთობაში. კარგი დროა ნათესავებსა და ახლობელ ადამიანებთან საუბრისთვის, საოჯახო საკითხების კონსტრუქციული განხილვისთვის.
პროფესიული მოვალეობების შესრულება, საქმიანი ცხოვრება გაგიჭირდებათ საოჯახო თუ პირადი პრობლემების გამო, თუმცა მთლიანობაში სექტემბერი თქვენთვის ძალიან პროდუქტიული იქნება. იძულებითი ეკონომია ოჯახურ უთანხმოებებს ამწვავებს. დამაკმაყოფილებელ შედეგებს მიიღებთ ოფიციალურ უწყებებში ვიზიტების შედეგად.
ფინანსური ჰოროსკოპი
სექტემბრის დასაწყისი კირჩხიბებს სიმდიდრისკენ რთულ გზას უჩვენებს, რომელიც ცხოვრებაში საკუთარი მოწოდების პოვნაზე გადის. მათ, ვინც ამ გზას იპოვის, ფინანსური წარმატების შესაძლებლობაც მიეცემა. საჭიროა მხოლოდ ინტუიციის მინიშნებებს მიჰყვეთ და მკაფიოდ მიადევნოთ თვალყური მიმდინარე ცვლილებებს. ასტროლოგები, აგრეთვე, გირჩევენ უპირატესობა რუტინულ საქმეებს მიანიჭოთ. სასურველია, თამამი ინიციატივებისა და ავანტიურებისგან თავი შეიკაოთ, ასეთ შემთხვევაში უკვე სექტემბრის შუა რიცხვებიდან თქვენი შემოსავლები გაიზრდება.
ზოგადი ჰოროსკოპი
კატეგორიულობა და მომთხოვნელობა დროებით უნდა დაივიწყოთ. ამ შემთხვევაში შეძლებთ გადაჭრათ საკითხები, რომელთა მოგვარებასაც უკვე დიდი ხანია ვერ ახერხებთ, მიუხედავად ინტენსიური ფიქრისა.
თუ საკუთარ მიზნებზე გაამახვილებთ ყურადღებას, სიტუაციას შესაძლოა მოულოდნელად ნათელი მოეფინოს, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ მათთან დაკავშირებით სხვა პერსპეტივები გამოჩნდება. კეთილსაიმედო პერიოდია ნებისმიერი საქმისა და ურთიერთობისთვის, თუმცა ეცადეთ ოპონენტს მოუსმინოთ, თქვენი საუბარი ისე წაიყვანოთ, რომ პარტნიორმა კომფორტულად იგრძნოს თავი. შესაფერისი დროა შემოქმედებითი სამუშაოსთვის, ჰარმონიულად წარიმართება ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
ფინანსური ჰოროსკოპი
ლომებმა სექტემბერში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ სამუშაოს და ფინანსურ საკითხებს. ლომებს ახლა დიდი შანსი აქვთ, რომ სამსახურში საჭირო კარიერული ცვლილებები გაატარონ, რასაც ახალი შემოსავალი მოჰყვება. ასტროლოგები გირჩევენ, ყურდღებით დაუკვირდეთ მიმდინარე მოვლენებს, არ გამოგრჩეთ წვრილმანებიც კი – არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს წვრილმანი გახდეს გადამწყვეტი სამსახურის საქმეში. თვის მეორე ნახევარში ფულად შემოსულობას ელოდეთ. არ მოგერიდოთ და ხელმძღვანელობას ხელფასის გაზრდის თაობაზე მიმართეთ. ამისთვის შესაბამისი არგუმენტები გაქვთ, რასაც ხელმძრვანელობა გვერდს ვერ აუვლის.
ქალწული
ზოგადი ჰოროსკოპი
კარგი დღეებია შვილებთან უთანხმოების აღმოსაფხვრელად, ნათესავებთან და ახლობლებთან ურთიერთობების მოსაგვარებლად. წარმატებას მიაღწევთ სოციალურ და საზოგადოებრივ ურთიერთობებში, შესანიშნავი შედეგებით დაასრულებთ სამუშაოებს და პროექტებს. გარემოებები თქვენთვის საუკეთესოდ დალაგდება, თავდაჯერებულობას და რწმენას შეიძენთ.
ერთი გაფრთხილება: ეცადეთ, ბიუჯეტი ბოლომდე არ დახარჯოთ – გაითვალისწინეთ, რომ ხარჯვის მიდრეკილება გაგეზრდებათ. კარგი პერიოდია ხელისუფლების წარმომადგენლებთან ან მაღალი თანამდებობის სოციალურ მუშაკებთან მოლაპარაკებებისათვის, აგრეთვე, ფინანსური ოპერაციებისათვის, იურიდიული და სამართლებრივი საქმეების მოსაგვარებლად.
ფინანსური ჰოროსკოპი
მფარველი პლანეტების მძლავრი მხარდაჭერა ქალწულებს ფინანსური პრობლემების ლაბირინთიდან გამოსვლას ჰპირდება. სექტემბერში აქტიური მუშაობა და პირადი ინიციატივები აუცილებლად მოგიტანთ მატერიალურ წარმატებას. წარმატება აშკარაა, ამიტომ შეგიძლიათ საკუთარ თავს უფლება მისცეთ, დაგეგმოთ ან შეიძინოთ სოლიდური ნივთები, უძრავი ქონების შეძენის და იპოთეკის გაფორმების ჩათვლით. ერთი რამ გაითვალისწინეთ – იღბალს განსკუთრებით ნუ დაეყრდნობით, შესალოა იმედი გაგიცრუოთ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი თითოეული ნაბიჯი იყოს სწორი და წინასწარ რამდენიმე სვლაზე გათვლილი.
სასწორი
ზოგადი ჰოროსკოპი
თანამშრომლებისა და კომპანიონების მხარდაჭერას მიიღებთ, პირადი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ. კარგი პერიოდია თვითგანვითარებისთვის, კვლიფიკაციის ასამაღლებლად. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მომავალში მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.
ყურადღება დაუთმეთ ქველმოქმედებას, დაეხმარეთ გაჭირვებულებს. კარგი დროა მივლინებებისთვის, საპასუხისმგებლო გამოსვლებისთვის, გარიგებების დასადებად, იურიდიული ფორმალობების მოსაგვარებლად. წარმატებული იქნება საქმიანი კონტაქტები საზღვარგარეთის მოქალაქეებსა და ფირმებთან.
ფინანსური ჰოროსკოპი
სექტემბერი შესაძლოა გარდამტეხი გახდეს სასწორების ცხოვრებაში. ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, ამ თვეში არანაირი რისკი საჭირო არ არის, მით უმეტეს, დიდი რისკი. მნიშვნელოვანია, რომ თანხა ყოველთვის თან გქონდეთ, შესაძლოა სასწრაფოდ დაგჭირდეთ. სამსახურში ხელმძღვანელობა თქვენს შრომისმოყვარეობას და ჩვეულებრივი საქმეების გასაკეთებლად არასტანდარტულ მიდგომას დააფასებს. ის, ვინც ამის დემონსტრირებას შეძლებს, შეუცვლელი მუშაკის რეპუტაციას მოიპოვებს, აგრეთვე, წარმატებას და ბარაქას მიიზიდავს.
მორიელი
ზოგადი ჰოროსკოპი
ამ პერიოდში გაძლიერდება თქვენი ნებისყოფის ძალა, საზრიანობა და შეუპოვრობა, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, ბევრი რამ შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში და წარმატებით გადაჭრათ მნიშვნელოვნი ამოცანები. ისარგებლეთ ამ დროით, რომ თქვენი მუშაობის, პარტნიორებთან ურთიერთობების მეთოდები და სტილი შეცვალოთ; საერთოდ, იზრუნეთ ყველაფერი მოძველებულისა და უსარგებლოს შესაცვლელად.
შესაფერისი დროა, რომ ოფიციალურ ორგანოებს, სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართოთ. პერიოდი კარგია სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობების ხარისხობრივად შესაცვლელად, რათა თავი დააღწიოთ რუტინულ კავშირებს, თავიდან მოიშოროთ ყველაფერი, რაც ამ ეტაპზე თქვენს განვითარებას ხელს უშლის.
ფინანსური ჰოროსკოპი
მორიელები სექტემბერში აქტიური ურანის ძლიერ ნეგატიურ ზეგავლენას შეეჯახებიან, რაც უარყოფითად აისახება მათ ენერგეტიკასა და განწყობაზე. ეს თქვენთვის საუკეთესო თვე არ არის ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად, ინვესტიციებისთვის, საკუთარი საქმის წამოსაწყებად, ნებისმიერი შენაძენისა და ბირჟაზე თამაშისთვის. ასტროლოგები გირჩევენ, ეკონომიის რეჟიმზე გადახვიდეთ და მხოლოდ პირველადი მოხმარების აუცილებელი ნივთები შეიძინოთ, არ დაუშვათ რადიკალური და გაუაზრებელი ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ფული უსარგებლო და თავსმოხვეული მომსახურებებისთვის დახარჯოთ და თვე სერიოზული ზარალით დაასრულოთ.
მშვილდოსანი
ზოგადი ჰოროსკოპი
ბევრი ნეგატიური ფაქტორი სუსტდება. გარემოებები სერიოზული ცვლილებებისკენ გიბიძგებენ, მათ შორის, საცხოვრებლის რემონტისა და ახლებურად მოწყობისკენ, სხვაგან გადასვლისკენ და სხვ.
ეს კარგი პერიოდია პირადი და ოჯახური ურთიერთობების მოსგვარებლად, ახსნა-განმარტებებისთვის, აგრეთვე, დიდი ხნის წინ მომწიფებული განქორწინების პროცესის დასწყებად და ალიმენტის თაობაზე საკითხის გადასაჭრელად.
შესაფერისი დროა საქმიანი ურთიერთობების გადახედვისა და კორექტირებისთვის. კარგი განწყობა შესაძლოა გაგიფუჭოთ შეფერხებებმა ინფორმაციისა და სიახლეების მიღებაში.
ფინანსური ჰოროსკოპი
სექტემბერში საქმეებში წარმატების პირობად მშვილდოსნებისთვის ინტუიცია გახდება. ის გიკარნახებთ, რომელ საქმეებს მოახმაროთ ძალისხმევა, რათა თქვენი ფინანსური შემოსავლები გაამრავლოთ. ბედი მშვილდოსნების მიმართ უხვი იქნება და პერსპექტიულ შესაძლებლობებს და საჭირო ადამიანებს „გაუგზავნის“, ამიტომ თამამად დაისახეთ ყველაზე დიდი მიზნები და მათ შესასრულებლად იმოქმედეთ. იმისთვის, რომ ამოცანა გაიმარტივოთ და გაცილებით სწრაფად მიიღოთ სასურველი შედეგი, სახსრებს ნუ დააბანდებთ საეჭვო პროექტებში.
ზოგადი ჰოროსკოპი
შესაძლოა უსიამოვნო ცნობები მიიღოთ, ვერ გაერკვეთ სამსახურებრივ საკითხებში, დაირღვეს სამუშაო განრიგი, ტრანპორტის პრობლემები შეიქმნას, რასაც დამატებითი უსიამოვნებები ახლავს, წვრილმანი წარუმატებლობები კი ნერვულ სისტემას აზიანებს. იზრდება სახსრების არასწორი განაწილების ალბათობაც.
გაფრთხილდით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, თუ შესაძლებელია, გადადეთ საზღვარგარეთ გამგზავრება, თათბირი და გამოსვლები, სარეკლამო ღონისძიებები. თავდაჯერებულობა და კომფორტი ახლა უპირველესად დამოკიდებულია სიცხადესა და წესრიგზე – არა მარტო საქმეებთან, არამედ აზრებსა და ემოციებთან დაკავშირებითაც.
ფინანსური ჰოროსკოპი
სექტემბერი მოვლენებით აღსავსე და განსაკუთრებით დატვირთული იქნება საქმიან სფეროში. იმისათვის, რომ საკუთარი პოზიციები დაიცვათ, ასტროლოგები გირჩევენ, გაიღრმაოთ და გაიფართოოთ ცოდნა შემოსავლების მიღების მეთოდებთან დაკავშირებით: დაიწყოთ სპეციალიზებული სწავლა, იმსჯელოთ საჭირბოროტო საკითხებზე კოლეგებთან, რჩევა სთხოვოთ გამოცდილ და წარმატებულ ადამიანებს. სექტემბერში ბევრ ასპექტში შეგიძლით გარშემომყოფებს დაეყრდნოთ. ახლობელი ადამიანები უარს არ გეტყვიან ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მიმართვაზე, განსაკუთრებით – თუ საწრაფოდ დაგჭირდებათ მატერიალური დახმარება.
ზოგადი ჰოროსკოპი
თქვენთვის შესაძლებლობები იხსნება, რომ ყველა სფეროში ახალ დონეზე გადახვიდეთ. გამძლეობის, სიმშვიდის და კონცენტრაციის პერიოდია. შორეული მომავლისთვის გადადებული საქმეები ახლა შეგიძლიათ წარმატებით დაასრულოთ. ასეთივე სასიკეთო იქნება ეს პერიოდი სამომავლო ხანგრძლივვადიანი პროექტების დასაგეგმად.
უნდა ელოდოთ წახალისებას ხელმძღვანელობის მხრიდან, დაწინაურებას, გავლენიანი ადამიანების კეთილგანწყობას, მფარველების შეძენას. წარმატებით დასრულდება ოფიციალური ინსტანციებისადმი მიმართვა. შესაძლებელია პროგრესი მატერიალური თვალსაზრისით – ყველაფერს მიიღებთ, რაც გეკუთვნით.
ფინანსური ჰოროსკოპი
მერწყულებთან მიმრთებაში პლანეტები მტკიცედ და კატეგორიულად არიან განწყობილნი. მომავალი კვირები თქვენი შესაძლებლობების ნამდვილ გამოცდად შეიძლება იქცეს. პრიორიტეტია – თვითკმარობა, ფინანსური დამოუკიდებლობა და სიმტკიცე საქმეების მოგვარებისას. კარიერული წარმატება დაფუძნებული იქნება სულის სიმტკიცესა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღების მზაობაზე. ასტროლოგების თქმით, მერწყულებს შესანიშნავი თვე ელოდებათ, როდესაც შესაძლებელი იქნება დაგეგმოთ საკადრო ცვლილებები, დააზუსტოთ სამუშაო გრაფიკი, შეამციროთ გასავლები და გაზარდოთ ფინანსური შემოსულობები.
ზოგადი ჰოროსკოპი
თქვენ გარშემო სიტუაციას, ცოტა არ იყოს, არაობიექტურად აფასებთ, ამიტომ ადვილი შესაძლებელია, საკუთარი ფანტაზიის მსხვერპლი გახდეთ. აუცილებელია დიდი სიფრთხილე გამოიჩინოთ მინდობილობის ხელშეკრულებების შედგენისას და არ თქვათ ისეთი არაფერი, რაც შეიძლება სხვაგვარად „მოთარგმნონ“. უფრთხილდით ტყუილს საქმიანი პარტნიორების მხრიდან და თქვენც მაქსიმალურად კორექტულად და პატიოსნად მოიქეცით.
ფრთხილად იყავით გზებზე და ტრანსპორტში. ამავე დროს, იზრდება ესთეტიკური სიამოვნებების მიღების, შემოქმედებითი თვითგამოხატვის სურვილი. პირადი ურთიერთობების მხრივ სიტუაციის გაუმჯობესებას უნდა ელოდოთ.
ფინანსური ჰოროსკოპი
ფინანსურ სფეროში სიტუაცია თევზებისთვის არაერთმნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, ჩანს კარგი შანსები კარიერული წინსვლისთვის თქვენი უნიკალური უნარების წყალობით, მეორე მხრივ, არ არის სასურველი რაიმე ახლის დაწყება, თუ საკმარისი გამოცდილება არ გაქვთ. გამოცდილების ნაკლებობამ შესაძლებელია წარუმატებლობის სერია გამოიწვიოს. ასტროლოგები გირჩევენ, დადგენილ გეგმას მიჰყვეთ და ცვლილებები ეტაპობრივად განახორციელოთ. თუ მოახერხებთ თქვენი ძალების დასახულ მიზნებზე კონცენტრირებას, წარმატება გარანტირებული გექნებათ.
თამთა გურული
კომენტარები