მსოფლიოnewsსაბერძნეთი
ზაკინთოსი-კარდიფის ავიარეისის რამდენიმე მგზავრს კორონავირუსი დაუდასტურდა
ყველა მგზავრს, რომელიც საბერძნეთის კუნძულიდან უელსში გაფრინდა, თვითიზოლაციაში გადასვლისკენ მოუწოდეს, რადგან ბორტზე მყოფთაგან ზოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.
BBC-ს ინფორმაციით, ჯანდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ზაკინთოსი-კარდიფის ავიარეისის მგზავრთა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.
პროტოკოლის გათვალისწინებით, ბორტზე მყოფ სხვა მგზავრებს მოუწოდეს, აუცილებლად ჩაიტარონ ტესტი და გადავიდნენ თვითიზოლაციაში. ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები 180 მგზავრის მდგომარეობას იკვლევენ.
დიდ ბრიტანეთში 4 ივნისის შემდეგ 30 აგვისტოს კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, როდესაც 1715 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
imedinews.ge
კომენტარები