მსოფლიოპოლიტიკაკრიმინალი

გერმანელი ექიმები აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლულია

გერმანელი ექიმები აცხადებენ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლულია. ამის შესახებ კლინიკა „ჩარიტის“ (Charite) განცხადებაშია ნათქვამი, სადაც ალექსეი ნავალნი ამჟამად მკურნალობს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

კლინიკური კვლევების შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ნავალნი მოწამლულია აქტიური ნივთიერებებით, რომელთაც ეწოდება „პოლინესტერაზი ინჰიბიტორები“.

„ზუსტი შემადგენლობა ჯერ უცნობია, დაწყებულია ფართო ანალიზი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ექიმების თქმით, ნავალნი კვლავ ხელოვნურ კომაშია, თუმცა ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close