საზოგადოებასაბერძნეთი

ფულით სავსე საფულე იპოვა და პატრონს დაუბრუნა

ძალიან გაუმართლა თრაკიის მხარის როდოპის ოლქის ერთერთი მაღალმთიანი სოფლის მცხოვრებს, რომლის საფულეც პერიფერიის სამსახურის თანამშრომელმა იპოვა.

როდოპის პერიფერიის თანამშრომელმა კონსტანტინოს ხუვარდასმა ქუჩაში შემთხვევით საფულე იპოვა, რომელშიც 1200 ევრო და მფლობელის პირადობის მოწმობა აღმოაჩინა. კეთილსინდისიერმა მოქალაქემ ნაპოვნი პოლიციას გადასცა და საფულის პატრონთან დაკავშირება ითხოვა. საგულისხმოა, რომ ამ უკანასკნელმა ჯერ არც კი იცოდა, რომ ფული დაკარგა და ორივე ინფორმაცია, ანუ დაკარგვისა და ნახვის შესახებ, პოლიციისგან ერთდროულად შეიტყო.

საფულის გახარებულმა პატრონმა პოლიციას სთხოვა მადლობა გადაეცათ მპოვნელისთვის. საბოლოოდ კი თავად დაურეკა ტელეფონით და მადლობა გადაუხადა, რითაც ბატონი კონსტანტინოსი ფრიად კმაყოფილი დარჩა. მოკლედ, ისტორიას ბედნიერი დასასრული აღმოაჩნდა – ყველამ თავისი კუთვნილი მიიღო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close