მოგზაურობამსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს საბერძნეთში MOONING-ს არ ურჩევს

ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთი განსაკუთრებით ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე. ამ ზრუნვის ნაწილია რჩევები მათთვის, ვინც საზღვარგარეთ მოგზაურობს. წელსაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასეთი რჩევები აღდგომისა და, ზოგადად, ზაფხულის საკურორტო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით გამოსცა. ამჯერად ყურადღება გამახვილდა ადგილობრივ ტრადიციებზე, რომლებიც ტურისტული ქვეყნების კანონმდებლობაშია ასახული და რომელთა დარღვევისათვის სასჯელი კანონით არის გათვალისწინებული.

ჩამონათვალში საბერძნეთიც აღმოჩნდა. კერძოდ, საბერძნეთში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც, გამომწვევი მოქმედება, მათ შორის, ე. წ. mooning-ი, ანუ უკანალის გაშიშვლება ძეგლებთან და ღირსშესანიშნობებთან პროტესტის ან გართობის მიზნით ისჯება ჯარიმით ან პატიმრობით.

ბრიტანელ ტურისტებს, რომლებიც თავიანთი გამომწვევი საქციელით გამოირჩევიან, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ თურქეთში. ამ ქვეყანაში თურქების ეროვნული გრძნობების, ან დროშის შეურაცხყოფა და ეროვნული ვალუტის ბანკნოტის დახევაც კი ისჯება პატიმრობით 6 თვიდან 3 წლამდე.

იაპონიაში აკძალულია ისეთი მდიკამენტების ხმარება, რომლებიც კოდეინს შეიცავ. ასეთ შემთხვევაში ტურისტს ქვეყნიდან გააძევებენ.

წყარო: www.tornosnews.gr 

კომენტარები

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close