კრიმინალისაქართველო
სამხარაულის ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის პირად კომპიუტერს ხსნიან
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის პირად კომპიუტერს ხსნიან. ამის შესახებ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომელიც აღნიშნულ პროცესს ესწრება.
რამიშვილის ინფორმაციით, მას საქმის გამომძიებელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ კომპიუტერის პაროლის მოხსნა და მყარი დისკის დეშიფრაცია შეძლეს.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას 115-ე მუხლიც დაემატა, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, პროკურატურის დადგენილების საფუძველზე თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.
1tv.ge
კომენტარები