კინო/ფილმებიარტისტი

ღვთაებრივი მელანი ფილმიდან „ქარწაღებულნი“ – ოლივია დე ჰევილენდი გარდაიცვალა

ვინ არ აღფრთოვანებულა მელანი ჰამილტონ უილქსის სილამაზით, კეთილშობილებითა და დიდსულოვნებით ფილმიდან „ქარწაღებულნი“?! მელანის როლის შემსრულებელი ოლივია დე ჰევილენდი (Olivia de Havilland), ჰოლივუდის „ოქროს ერის“ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელი, 25 ივლისს გარდაიცვალა 104 წლის ასაკში.

ცნობილი მსახიობი განსაკუთრებით პოპულარული იყო მელანი ჰამილტონ უილქსის ეკრანული სახის წყალობით საკულტო ფილმიდან „ქარწაღებულნი“ (1939). ანგოამერიკელი მსახიობი, რომელიც ტოკიოში დაიბადა 1916 წლის პირველ ივლისს, პარიზში გარდაიცვალა, სადაც 1955 წლიდან ცხოვრობდა.

ოლივია დე ჰევილენდს, რომლის სადებიუტო ფილმი იყო „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (1935 წ.), 50-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული სხვადასხვა კინოსურათში, მთ შორის, ფილმებში: „მემკვიდრე“, „ჩუმად, ჩუმად, ძვირფასო შარლოტა“, „ჩემი ბიძაშვილი რეიჩელი“, „კაპიტან ბლადის ოდისეა“ და სხვ. სამსახიობო კარიერის განმავლობაში მიღებულ უამრავ ჯილდოს შორის ორი „ოსკარიცაა“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის: 1947 წელს, ფილმისთვის „ყველას – თავისი კუთვნილი“ (To Each His Own) და 1949 წელს კი – ფილმისთვის „მემკვიდრე“ (The Heiress).

მელანი, „ქარწაღებულნი“ (1939)
ოლივია დე ჰევილენდი, AP

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close