დაკარგული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს (ვიდეო)
საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც მე-5 დღეა, ეძებდნენ, სამართალდმცველებმა გარდაცვლილი იპოვეს.
ახალგაზრდა ქალი თეთრიწყაროში, ტყეში, ავტომანქანაში ნახეს.
თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო ღონისძიებებში 22 ივლისს ვერტმფრენები და მყვინთავები ჩაერთვნენ. 21 ივლისის ღამეს კი ოჯახის წევრებმა უფრო ეფექტური ძებნის მოთხოვნით აქცია გამართეს.
თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების საქმეზე ამ დრომდე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.
თამუნა ბაჩალიაშვილი სახლიდან შაბათ დილას, 17 ივლისს, 11 საათზე გავიდა ვერცხლისფერი „ჰიუნდაით“ და მას შემდეგ ოჯახმა მისი გზა-კვალი დაკარგა.
ამავე თემაზე: გაუჩინარების მეხუთე დღე: ახალი დეტალები – თამარ ბაჩალიაშვილის დედა ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს
კომენტარები