იტალიაში პოლიციელებმა 500-ზე მეტ ყავის მარცვალში 130 გრამი კოკაინი აღმოაჩინეს, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ყავის შეფუთვა კოლუმბიიდან იყო გამოგზავნილი. მილანის „მალპენსას“ აეროპორტის სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც შეფუთვაზე ადრესატად „სანტინო დ’ანტონიო“ შენიშნეს. ესაა კრიმინალური ავტორიტეტის სახელი ფილმიდან „ჯონ ვიკი: თავი მეორე“.
imedinews.ge
კომენტარები