მოგზაურობამსოფლიო

საქართველო ევროკავშირის მიერ განახლებულ უსაფრთხო ქვეყნების სიაში რჩება

ევროკავშირის საბჭომ უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა. ახალ სიაში 14 ქვეყნის მაგივრად 12 ქვეყანაა: უსაფრთხო ქვეყნების სიაში აღარ შედიან სერბეთი და მონტენეგრო.

განახლებულ სიით, ევროკავშირის საბჭო წევრ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართავს, გახსნან საზღვრები ალჟირთან, ავსტრალიასთან, კანადასთან, საქართველოსთან, იაპონიასთან, მაროკოსთან, ახალ ზელანდიასთან, რუანდასთან, სამხრეთ კორეასთან, ტაილანდთან, ტუნისთან და ურუგვაისთან.

უსაფრთხო ქვეყნების სიაში შედის ჩინეთიც, თუმცა ჩინეთთან მიმოსვლა მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც ქვეყანა ევროკავშირს საზღვრებს თავად გაუხსნის.

ევროკავშირის საბჭომ წევრი სახელმწიფოებისთვის ქვეყნებისთვის საზღვრების გახსნის შესახებ პირველად რეკომენდაცია 30 ივნისს გასცა. ოფიციალურად დამტკიცებულ სიაში საქართველოც იყო.

ამასთან, 8 ივლისს საქართველომ საზღვრები გახსნა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან, ეს ქვეყნებია: გერმანიასაფრანგეთ, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close