საზოგადოებასაქართველო

მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია „სითი პარკის“ ჯარიმებისგან გათავისუფლდება

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლითაც მოქალაქეები კომპანია „სითი პარკის“ ჯარიმებისგან თავისუფლდებიან, პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.​

კანონპროექტის თანახმად, ის პირები, რომლებმაც 2018 წლის 10 აპრილამდე ჩაიდინეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და რომელთაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ დაეკისრათ შესაბამისი ჯარიმა ან საურავი, აღნიშნული ჯარიმისა და საურავის გადახდისაგან თავისუფლდებიან.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის მხოლოდ აღუსრულებელ ნაწილზე ანუ ეს ამნისტია ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ დრომდე ჯარიმა და საურავი არ გადაუხდიათ.

„ეს გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემად მოქალაქეებისათვის და ჩვენი ამ გადაწყვეტილებით, ამ კანონის პროექტით აღნიშნული დავალიანების მქონე მოქალაქეები ამ ცვლილებების საფუძველზე გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავის და აღსრულების ხარჯებისაგან“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

აღნიშნული სახდელების (ჯარიმებისა და საურავების) ჯამური თანხა დაახლოებით 850 000 ლარია.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close