იტალია: „სუპერენალოტოს“ გათამაშებაში ქალმა 60 მლნ ევრო მოიგო (ვიდეო)
იტალიური ლატარიის – „სუპერენალოტოს“ (SuperEnalotto) გათამაშებაში 7 ივლისს ჯეკპოტი მოიხსნა. ქალმა 3 ევროდ ნაყიდი ბილეთით თითქმის 60 მილიონი ევრო მოიგო. ამის შესახებ corriere.it წერს.
იღბლიანმა გამარჯვებულმა მომგებიანი ბილეთი სასარიში (ქალაქი სარდინიაზე), ლუნა ე სოლეს ქუჩა N11-ში, თამბაქოს ჯიხურში (Sisal Tabacchi Rivendita 45) შეიძინა 3 ევროდ.
ბილეთის შევსებისას მან „სუპერენალოტოს“ მომგებიანი კომბინაცია გამოიცნო, უფრო სწორად, მის მიერ არჩეული 6 რიცხვი გათამაშებისას ამოსულ ექვსივე რიცხვს დაემთხვა და 60 მილიონი ევრო (უფრო ზუსტად – 59 472 355,48 ევრო) მოგება მოუტანა. აი, ეს რიცხვებიც: 16, 24, 29, 53, 73, 88 (Numero jolly: 62. Numero Superstar: 50).
„სუპერენალოტოს“ მაქსიმალური მოგება („6 – 6“-იდან) 7 ივლისს წელს მეორედ გათამაშდა. პირველად მიმდინარე წლის 28 იანვარს მოიხსნა ჯეკპოტი, რომლის თანხა 67,8 მლ ევრო იყო.
მთლიანობაში ლატარიის ისტორიაში 124-ჯერ გათამაშდა ჯეკპოტი 6-იდან 6-ივე რიცხვის გამოცნობის შედეგად.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები