ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე გარდაიცვალა (ვიდეო)
ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე გარდაიცვალა. ამის შესახებ „ანსა“ წერს. მას ნოემბერში 92 წელი შეუსრულდებოდა.
გამოცემის ინფორმაციით, ოსკაროსანი კომპოზიტორი დღეს, 6 ივნისს, გამთენიისას გარდაიცვალა რომის საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე დღის წინ მოათავსეს დაცემისას მიღებული ტრავმის – ბარძაყის ძვლის მოტეხილობის გამო.
ენიო მორიკონე თანამდროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიტორია. ის მრავალი ჯილდოს, მათ შორის 2 „ოსკარის“ მფლობელია.
ენიო მორიკონე არის იტალიური თუ უცხოური ფილმების საუკეთესო კინომუსიკის ავტორი, მათ შორის, ისეთი ცნობილი ფილმებისა, როგორიცაა: „ერთხელ ამერიკაში“, „მალენა“, „სინემა პარადიზო“, „ერთხელ დასავლეთში“, „კარგი, ცუდი, ბოროტი“ და სხვა. ათეულობით წლების განმავლობაში კომპოზიტორს ფილმებისა თუ ტელევიზიისთვის 400-ზე მეტი საუნდტრეკი აქვს დაწერილი.
მორიკონე თავისი კარიერის განმავლობაში არაერთი ცნობილ რეჟისორთან თანამშრომლობდა, მათ შორის იყვნენ სერჟიო ლეონე, ბერნარდო ბერტოლუჩი, პიერ პაოლო პაზოლინი და სხვები.
ნინო ხოშტარია
კომენტარები