fbpx
კრიმინალი

ოზურგეთში დააკავეს საქართველოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და კიდევ ოთხი პირი (ვიდეო)

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ოზურგეთში 5 ადამიანი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ პირს ბათუმში,
შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში და წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სულ 5 ადამიანი დააკავეს.

მედიაში გავცელებული ინფორმაციით, ბრალდებულებს შორის 2 სპორტსმენია, მათ შორის, ერთ-ერთი – ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ვიცე ჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონი იური ლომაძე.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 5-ივე პირს პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა ხუთივე ბრალდებული 7 ივლისს დააკავეს.

დანაშაული 2-იდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close