newsიტალიასაზოგადოება

ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე გარდაიცვალა (ვიდეო)

ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე გარდაიცვალა. ამის შესახებ „ანსა“ წერს. მას ნოემბერში 92 წელი შეუსრულდებოდა.

გამოცემის ინფორმაციით, ოსკაროსანი კომპოზიტორი დღეს, 6 ივნისს, გამთენიისას გარდაიცვალა რომის საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე დღის წინ მოათავსეს დაცემისას მიღებული ტრავმის – ბარძაყის ძვლის მოტეხილობის გამო.

ენიო მორიკონე თანამდროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიტორია. ის მრავალი ჯილდოს, მათ შორის 2 „ოსკარის“ მფლობელია.

ენიო მორიკონე არის იტალიური თუ უცხოური ფილმების საუკეთესო კინომუსიკის ავტორი, მათ შორის, ისეთი ცნობილი ფილმებისა, როგორიცაა: „ერთხელ ამერიკაში“, „მალენა“, „სინემა პარადიზო“, „ერთხელ დასავლეთში“, „კარგი, ცუდი, ბოროტი“ და სხვა. ათეულობით წლების განმავლობაში კომპოზიტორს ფილმებისა თუ ტელევიზიისთვის 400-ზე მეტი საუნდტრეკი აქვს დაწერილი.

მორიკონე თავისი კარიერის განმავლობაში არაერთი ცნობილ რეჟისორთან თანამშრომლობდა, მათ შორის იყვნენ სერჟიო ლეონე, ბერნარდო ბერტოლუჩი, პიერ პაოლო პაზოლინი და სხვები.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close