საზოგადოებაnewsსაბერძნეთი

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური – თურქეთი აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას ვერ გაბედავს

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი იერონიმე მეორე აცხადებს, რომ თურქეთი აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას ვერ გაბედავს.

„თურქები ყველა თამაშს თამაშობენ, რომელიც ხელში მოხვდებათ. ეს კიდევ ერთი ასეთი თამაშია. მე მჯერა, რომ ისინი ამას ვერ გაბედავენ“, – განაცხადა იერონიმე მეორემ ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბრისას.

აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააჟღერა. აია სოფიას სტატუსზე თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილება 17 ივლისს გამოქვეყნდება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close