ილონ მასკის დედა საქართველოში თავისი წიგნის გამოსაქვეყნებლად გამომცემლობას ეძებს
Tesla Motors-ისა და SpaceX-ის დამფუძნებლის, ამერიკელი ბიზნსემენის, გამომგონებლისა და ინვესტორის, ილონ მასკის დედა – მეი მასკი თავისი წიგნის საქართველოში გამოცემას გეგმავს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. ამ ეტაპზე მასკი გამომცემლობის ძიებაშია.
„თუ საქართველოში გამომცემლობას იპოვით, ჩემს წიგნს თარგმნიან. გამომცემელს შეუძლია ელექტრონული წერილი გამოგზავნოს მისამართზე [email protected]“, – წერს მასკი.
If you can find a publisher in Georgia, they will translate my book. The publisher can email [email protected] Thank you. https://t.co/BSkfMSrSM7
— Maye Musk (@mayemusk) July 1, 2020
წიგნი, სახელწოდებით „ქალი გეგმას ადგენს. ცხოვრებისეული რჩევები თავგადასავლებისთვის, სილამაზესა და წარმატებისთვის“, აშშ-ში 2019 წელს გამოვიდა. ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში მასკი ჰყვება, როგორი იყო მისი გზა წარმატებისკენ და როგორ მოახერხა ქმართან დაშორების შემდეგ 3 შვილის აღზრდა.
71 წლის მეი მასკი წარმატებული მოდელი და დიეტოლოგია, რომელიც სწორი კვების შესახებ ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კითხულობს.
imedinews.ge
კომენტარები