fbpx
ლიტერატურა/წიგნებიმსოფლიო

ილონ მასკის დედა საქართველოში თავისი წიგნის გამოსაქვეყნებლად გამომცემლობას ეძებს

Tesla Motors-ისა და SpaceX-ის დამფუძნებლის, ამერიკელი ბიზნსემენის, გამომგონებლისა და ინვესტორის, ილონ მასკის დედა – მეი მასკი თავისი წიგნის საქართველოში გამოცემას გეგმავს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. ამ ეტაპზე მასკი გამომცემლობის ძიებაშია.

„თუ საქართველოში გამომცემლობას იპოვით, ჩემს წიგნს თარგმნიან. გამომცემელს შეუძლია ელექტრონული წერილი გამოგზავნოს მისამართზე [email protected]“, – წერს მასკი.

წიგნი, სახელწოდებით „ქალი გეგმას ადგენს. ცხოვრებისეული რჩევები თავგადასავლებისთვის, სილამაზესა და წარმატებისთვის“, აშშ-ში 2019 წელს გამოვიდა. ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში მასკი ჰყვება, როგორი იყო მისი გზა წარმატებისკენ და როგორ მოახერხა ქმართან დაშორების შემდეგ 3 შვილის აღზრდა.

71 წლის მეი მასკი წარმატებული მოდელი და დიეტოლოგია, რომელიც სწორი კვების შესახებ ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კითხულობს.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close