ეკონომიკაპოლიტიკა

ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროგრამა გაგრძელდება

მივიღეთ გადაწყვეტილება, აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან გამოგვყავდა ჩვენი თანამემამულეები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკების პროცესში არიან.

„ჩვენ ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების მდგომარეობაზე ევროპის სხვადასხვა ქალაქში. ეს ყველფერი რომ არ გაჭიანურდეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, აღვადგინოთ პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან გამოგვყავდა ჩვენი თანამემამულეები.

ეკონომიკის სამინისტროს აქვს დავალება, რომ სასწრაფოდ, ორშაბათისთვის არსებობდეს კონკრეტული განრიგი, ჩვენი მოქალაქეებისთვის ბილეთის მისაღები ფასებით. ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და კატასტროფული ფასები, რომლებზეც ჩვენ გვსმენია, ამიტომ ეკონომიკის სამინისტრომ მიიღოს დავალებად, რომ ეს არ განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ, უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია. ეს უნდა იყოს მორგებული ჩვენს მოქალაქეებზე, ემიგრანტებზე, რომლებიც სასწრაფოდ გვყავს სხვადასხვა ქალაქებიდან გამოსაყვანი. ორშაბათს უნდა არსებობდეს შესაბამის საინფორმაციო რესურსებზე კონკრეტული განრიგი რეისების, კონკრეტული ქალაქებიდან, როდის დაიწყება ფრენები უახლოეს  პერიოდში და რომელი ქალაქებიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close