fbpx
ქართველები უცხოეთში

ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოში მოქალაქეთა მიღება 6 ივლისიდან ნაწილობრივ განახლდება

6 ივლისიდან ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში ნაწილობრივ განახლდება მოქალაქეთა მიღება საკონსულო მომსახურების გაწევის მიზნით, – ნათქვამია საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციაში, რომელიც გენერალური საკონსულოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მათივე ცნობით, მოქალაქეთა მიღება მოხდება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით შემდეგი ვებგვერდის საშუალებით – www.geoconsul.gov.ge.

„ვიზიტზე ჩაწერილმა მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:

• გენერალურ საკონსულოში გამოცხადებისას მოქალაქე ვალდებულია, ატაროს დამცავი პირბადე.

• მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს).

• მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან).

• მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იყო შემხებლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან.

•​ მოქალაქე საკონსულო დაწესებულებაში გადაუდებელი მომსახურების მისაღებად საჭიროა, გამოცხადდეს დამცავი ატრიბუტიკით.

•​ მოქალაქე ვალდებულია, საკონსულო დაწესებულებაში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება.

• მოქალაქე ვალდებულია, მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან შემხებლობას.

• მოქალაქე ვალდებულია, თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა“, – ნათქვამია ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო​ს ინფორმაციაში.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close