ავსტრალიაში ჭადრაკი სპორტის რასისტულ სახეობად აღიარეს – კასპაროვის პასუხი
ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციის სიდნეის რადიოსადგურმა (ABC) ჭადრაკს სპორტის რასისტული სახეობა უწოდა.
კერძოდ, ABC-ს აზრით, რასიზმის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ თამაშს თეთრი ფიგურები იწყებენ. ჭადრაკში მსოფლიოს მე-13 ჩემპიონმა გარი კასპაროვმა, რომელსაც ხშირად ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკედ მოიხსენიებენ, ავსტრალიურ რადიოს Twitter-ის საშუალებით უპასუხა და ბრიყვები უწოდა.
„თუ ფიქრობთ, რომ ჭადრაკი სპორტის რასისტული სახეობაა, გო ითამაშეთ (გო – რთული სამაგიდო თამაში), სადაც თამაშს შავი ფიგურები იწყებენ. ჯობია, ასე გააკეთოთ, ვიდრე ბრიყვებად გამოიყურებოდეთ“, – განაცხადა კასპაროვმა.
კასპაროვს ყოფილი ავსტრალიელი მოჭადრაკე ჯონ ადამსი გამოეხმაურა: „სასიამოვნო სანახავია, რომ ჭადრაკში მსოფლიოს ექსჩემპიონმა ABC-ს საკადრისი პასუხი გასცა. ჯანსაღი აზრი ყოველთვის იმარჯვებს“, – განაცხადა ადამსმა.
შეგახსენებთ, რომ მაისის ბოლოდან აშშ-ის ათობით ქალაქში, ასევე, ევროპასა და ავსტრალიაში ანტირასისტული საპროტესტო აქციები იმართება, რომლებსაც მასობრივი არეულობები და პოლიციასთან შეტაკებები ახლავს.
კომენტარები