საზოგადოებასაქართველო
შვლის ნუკრის ისტორია, რომელიც ჩარგალში გადაარჩინეს (ვიდეო)
დაბრუნდება თუ არა ტყეში პატარა „ხიზანი“?
„იმედის კვირა“ ჩარგალში რაზიკაშვილების ოჯახს ესტუმრა, რომელმაც შვლის ნუკრი გადაარჩინა. მტაცებლების მიერ დაგლეჯილი პატარა ცხოველი ტყეში სოკოზე წასულმა საბა რაზიკაშვილმა 11 ივნისს იპოვა. მას ნუკრი შეეცოდა და მოსავლელად მამიდას მიუყვანა, რომელმაც „ხიზანს“ ნებიერა დაარქვა, ყურადღებას არ აკლებს და წიგნებსაც კი უკითხავს.
ნებიერა ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა, თუმცა ოჯახში მისი ტყეში დაბრუნების უკვე ეშინიათ, ამიტომ რაზიკაშვილებმა სხვა გამოსავალი იპოვეს:
„ვფიქრობ, რომ გავუშვა დენდროლოგიურ პარკში, სადაც იქნება უზრუნველი, სადაც იქნება უსაფრთხოდ. არანაირი მტაცებელი მის შეჭმას ვერ გაბედავს და არავინ მისცემს ამის უფლებას და გაიზრდება გოგო ნებიერა და ბებო ჩავა მერე სანახავად“, – ამბობს მარიამ რაზიკაშვილი.
კომენტარები