მსოფლიოკრიმინალი

სამუდამო პატიმრობიდან შეწყალებით გამოსულმა რუმინელმა 17 წლის გოგონას ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა

რუმინეთის ქალაქ დრობეტა ტურნუ სევერინის პენიტეციარული დაწესებულებიდან ყოფილი იუსტიციის მინისტრის მიერ წამოყენებული საკომპენსაციო აპელაციის საფუძველზე სამუდამო პატიმრობიდან პირობით ვადამდე გათავისუფლებულმა მამაკაცმა 17 წლის გოგონას ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

45 წლის იონ ტურნაგიუს 1994 წელს სამუდამო პატიმრობა ხუთი ადამიანის მკვლელობისთვის მიუსაჯეს. მან 1993 წლის მარტში ბუქარესტის კალეა რახოვეის რაიონში ორი მოხუცი მოკლა ძარცვის მიზნით. რამდენიმე თვის შემდეგ, სექტემბერში, ტურნაგიუმ ასევე ძარცვის მიზნით ტიმიშის მაზრის ქალაქ რაკოვიცეში მოკლა ქალი, რომელიც შვიდი თვის ფეხმძიმე იყო. იმავე წლის ნოემბერში მან მორიგი ძარცვის დროს, დრობეტა ტურნუ სევერინის რკინიგზის სადგურთან კაცი მოკლა.

იონ ტურნაგიუ იმავე წლის ბოლოს დააპატიმრეს და 2019 წლის 10 მაისს მას 5 ადამიანის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ციხეში გატარებული 26 წლის შემდეგ იგი 2019 წლის მაისში პირობით ვადამდე გაათავისუფლეს იმჟამინდელი იუსტიციის მინისტრის მიერ წამოყენებული საკომპენსაციო აპელაციის საფუძველზე.

ციხიდან გამოსული ტურნაგიუ ციხის მეგობრის მიერ დროებით სარგებლობაში გადაცემულ ბინაში ცხოვრობდა დარვარში, შემდეგ კი იტალიაში სამუშაოდ წასული ქალის ბინაში იმ პირობით აღმოჩნდა, რომ საოჯახო მეურნეობას მიაქცევდა ყურადღებას.

17 წლის გოგო მან სოციალური ქსელების საშუალებით გაიცნო. გოგოს ძმა ჰყვება, რომ მათ ურთიერთობა ჰქონდათ. ისინი ერთმანეთს ჯერ დრობეტა ტურნუ სევერინში შეხვდნენ, შემდეგ კი გოგონა დარვარში მივიდა მასთან სახლში. ზოგიერთის თქმით, ტურნაგიუ გოგოს მამასაც იცნობდა, რომელიც ამჟამად ნიდერლანდებშია წასული სამუშაოდ.

9 ივნისს გოგონამ სოციალური დაცვის ცენტრში შეიტანა საჩივარი გაუპატიურებაზე. ცენტრში ორი დღის ყოფნის შემდეგ იგი იქიდან ბებიამ უკან, სახლში წაიყვანა. 12 ივნისს მასთან სახლში ტურნაგიუ მივიდა, ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

„მე საღამოს 11-ის ნახევარზე დავწექი დასაძინებლად, დაახლოებით 11 საათსა და 40 წუთზე ყვირილი შემომესმა, გამოვედი ოთახიდან, ის გარბოდა, არ შეჩერდა ჩემ სიტყვებზე. არ ჩაერიო, დაიწვას ცეცხლში, მან ეს დაიმსახურა. ეს მითხრა და გაიქცა“, – ჰყვება 17 წლის გოგონას ძმა.

ძმამ შეძლო ცეცხლწაკიდებულ დას მიშველებოდა, ჩააქრო ცეცხლი და სასწრაფოს გამოუძახა. დაზარალებული ვერტმფრენით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმების თქმით მისი მდგომარეობა უაღრესად კრიტიკულია, სხეულის 80-90%-ზე აქვს ძლიერი დამწვრობა, ვერ სუნთქავს და აპარატზეა მიერთებული.

გაქცეული იონ ტურნაგიუ მეორე დღეს, დილით დააკავეს.

წყარო: ipress.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close