პოლიტიკაპოლიტიკაიტალიასაბერძნეთი

საბერძნეთმა და იტალიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას საზღვაო ზონების გამიჯვნის შესახებ

საბერძნეთი და ავსტრია იტალიელებისთვის საზღვრებს ხსნიან

შეთანხმებას საბერძნეთსა და იტალიას შორის საზღვაო ზონების გამიჯვნის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა და მისმა იტალიელმა კოლეგამ ლუიჯი დი მაიომ მოაწერეს ხელი. ცერემონია ათენი, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ  კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან პირველად ღონისძიება ჟურნალისტების თანდასწრებით ჩატარდა.

საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტელიოს პეცასმა შეთანხმება შეაფასა, როგორც „გამორჩეული, ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოვლენა“:

„შეთანხმება ადასტურებს კუნძულების განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის უფლებას. ეს ისტორიული დღეა“, – განაცხადა ბერძენმა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა. მისი თქმით, დოკუმენტი ბერძენი მეთევზეების უფლებებსაც უზრუნველყოფს.

საგარეო უწყების მეთაურმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ 15 ივნისიდან იხსნება ყველანაირი შეზღუდვა იტალიელებისთვის საბერძნეთში მოგზაურობაზე.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ, თავის მხრივ, კმაყოფილება გამოხატა ტურიზმთან დაკავშირებული საკითხების დადებითად გადაწყვეტის გამო. მან ევროკავშირის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმაც ახსენა და აღნიშნა, რომ ევროკომისიის ინიციატივებს სწორი მიმართულება აქვს.

ლუიჯი დი მაიო ოფიციალური ვიზიტით ათენში 9 ივნისს იმყოფებოდა.

იტალიელ ტურისტებს 16 ივნისიდან საზღვარს უხსნის ავსტრიაც, რომელიც ადრე ამის წინააღმდეგი იყო.

ავსტრიისა და საბერძნეთის თავდაპირველი პოზიცია, არ გაეხსნათ საზღვარი იტალიიდან ჩასული ტურისტებისთვის, იტალიის მთავრობის წარმომადგენლებმა მკაცრად გააკრიტიკეს, რადგან, მათი თქმით, ეპიდემია იტალიაში უკან იხევს, კონტროლირებადია და საბერძნეთის და ავსტრიის ამგვარი პოზიცია დისკრიმინაციას წარმოადგენს. ლუიჯი დი მაიო დაიმუქრა, რომ იტალიაც ჩაკეტავს საზღვრებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მას პატივს არ სცემენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close