საზოგადოებასაქართველო

ინგა გრიგოლია TV პირველის დირექტორის თანამდებობას ტოვებს

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ TV პირველში დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა და აღნიშნა, რომ მიზეზებზე დამატებით არ ისაუბრებდა.

„ბოლო პერიოდში ჩემი საქმიანი და ჩემი ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს… ვაწყენინე უამრავ ადამიანს, იმიტომ რომ არ ჩავერიე (არც არასდროს ჩავერევი!) მწვავე რეპორტაჟების გაკეთებასა და გაშვებაში, ვაწყენინე უამრავ მეგობარს და ახლობელს, რადგან მართლა მჯერა, როცა ჟურნალისტი ხარ არასოდეს არავის ინტერესებით არ უნდა დაგეგმო გადაცემა ან რეპორტაჟი, მაგრამ ამ ბოლო დროს ვაწყენინე და ლამის დავკარგე ჩემი ოჯახის წევრები, ტელევიზიაში გადიოდა რეპორტაჟები, რომელიც პირდაპირ მათ სამსახურს ეხებოდა“, – ასე ხსნის თავის გადაწყვეტილებას გრიგოლია.

როგორც ის აღნიშნავს, გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„აღმოვაჩინე, რომ არ მინდა ჩემი დირექტორობით ტკივილი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს, რომლებსაც ცხადია, გაუჭირდებოდათ იმის გაგება, რომ დირექტორი არ ერევა ჟურნალისტების საქმიანობაში. ამიტომ გადავწყვიტე, მოვიხსნა ეს პასუხისმგებლობა, რომ არ დავაზარალო არც საქმე და არც ოჯახი“, – წერს გრიგოლია.

ინგა გრიგოლია კვლავ იქნება ამ არხის წამყვანი და ერთ-ერთი გადაცემის პროდიუსერი, დირექტორის თანამდებობას კი არხის მფლობელი ვატო წერეთელი დაიკავებს.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close