კრიმინალისაქართველო

„ვერელი თორაძეების“ მკვლელობის საქმეზე საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი დახმარებისთვის ამერიკულ მხარეს მიმართა

საზარელი მკვლელობის საქმე, რომელიც თბილისში 1992 წლის 3 მარტს მოხ­და და ერთი ოჯახის 5 წევრი შეიწირა, ორი კი დაკარგულად მიიჩნევა, დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია და ამ დანაშაულის გამო არა­ვინ დასჯილა.

ოჯახის გადარჩენილი წევრი თამარ თორაძე, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს, დედ-მამის და ძმების მკვლელობაში გიორგი რურუას ადანაშაულებს.

„მთავარი არხის“ ერთი-ერთი მეწილე გიორგი რურუა ამჟამად ბრალდებულია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით და პატიმრობაში იმყოფება. იგი 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თორაძეების მრავალშვილიანი ოჯახის წევრმა თამარ თორაძემ საქართველოს პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართა. თამარ თორაძე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და აშშ-ში იმყოფება, შესაბამისად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამართლებრივი დახმარებისთვის – თამარ თორაძის დაკითხვისთვის აშშ-ის შესაბამის ორგანოებს მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ძმები თორაძეების მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. რაც შეეხება თამარ თორაძის ახალ განცხადებას, ის საქმეს დაურთეს და ამ გამოძიების ფარგლებში მოხდება მისი გამოკითხვა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close