მედიცინასაქართველო

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამკურნალოდ მიზნობრივი ვიზა დასჭირდებათ

თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად მიზნობრივი ვიზა დასჭირდებათ.

„თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად, მოქალაქეებმა და მათმა თანხმლებმა პირებმა, თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს – USHAŞ მიერ გაცემული ნებართვის მიღების შემდეგ, საჭიროა, რომ აიღონ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზა, რისთვისაც უნდა მიმართონ თბილისში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურს ან ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოს“, – წერს თურქეთში საქართველოს საელჩო ფეისბუქგვერდზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close