მსოფლიოპოლიტიკაnews

ისრაელში ჩინეთის ელჩი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს (ვიდეო)

ისრაელში ჩინეთის ელჩი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ The Jerusalem Post-ი წერს, საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, 58 წლის დიპლომატი დუ ვეი ჰერცლიაში მდებარე საკუთარ სახლში, საწოლში ნახეს გარდაცვლილი კვირას, 17 მაისს, დილით.

ჩინეთის ელჩის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება.

აღსანიშნავია, რომ ისრაელამდე დუ ვეი უკრაინაში იყო ჩინეთის ელჩი, ისრაელში კი ამ პოსტზე მიმდინარე წლის თებერვალში დანიშნეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close