როდის გახსნის საზღვრებს ევროკავშირი? – საბერძნეთის ინიციატივა ევროკომისიას
ოთხშაბათს, 13 აპრილს ევროკომისია ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების აღდგენის შესახებ იმსჯელებს. საბერძნეთის მთავრობამ აღნიშნული თათბირისთვის საკუთარი წინადადება მოამზადა. ამის შესახებ „პროტოთემა“ წერს.
საბერძნეთის წინადადება ევროკავშირის შიდა საზღვრების თანდათანობით შეთანხმებულ გახსნას გულისხმობს.
საბერძნეთის მთავრობას მიაჩნია, რომ ზოგიერთმა მგზავრმა მოგზაურობის წინ კორონავირუსზე ტესტირება უნდა გაიაროს, თუმცა განისაზღვრება ე. წ. მწვანე ზონები და აღნიშნული რეგიონების მცხოვრებლებს ტესტის გაკეთება არ დასჭირდებათ. ასევე, უნდა გაუქმდეს კარანტინი მოგზაურთათვის.
ბერძნები იმედოვნებენ, რომ ევროკავშირის შიდა საზღვრები 15 ივნისამდე გაიხსნება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია ევროკავშირის საგარეო საზღვრების გახსნის თაობაზე.
საქართველო 1-ლი ივლისიდან აპირებს აღადგინოს საერთაშორისო ფრენები და ევროკავშირის ქვეყნებთანაც შესაბამისი კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, არსებობს თუ არა რაიმე პროგრესი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი, ვისთვისაც ევროკავშირი საზღვრებს გახსნის.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები