იტალიასაზოგადოება

იტალიაში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ით 165 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 9 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით 165 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია 9 მარტის შემდეგ (გუშინ 194 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა). ამ დროისთვის კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 30 560-ს შეადგენს. ამის შესახებ Ansa წერს სამოქალაქო დაცვის სამსახურის ახალ მონაცემებზე დაყრდნობით.

ჩატარებული ტესტირებების შედეგად ინფიცირების 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ასევე რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია (აქედან 282 – ლომბარდიაში, 116 – პიემონტში). ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 219 070 შემთხვევაა გამოვლენილი (გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით).

გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა გასულ ერთ დღეში 2155-ით გაიზარდა და იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც კორონავირუსი დაამარცხეს, 105 186-ს შეადგენს.

იტალიაში ამ დროისთვის SARS-CoV-2-ით ინფიცირებული 83324 აქტიური პაციენტია,1518-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ (მათგან 82% უსიმპტომოდ თუ მსუბუქი სიმპტომებით შინაკარანტინში იმყოფება), ხოლო კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფ დაავადებულთა რიცხვი მხოლოდ 7-ით შემცირდა, 1027-მდე (ლომბარდიაში 348-ია, რაც 18-ით მეტია გუშინდელთან შედარებით).

აღსანიშნავია, რომ დღეს იტალიამ ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებლით მესამე ადგილიდან (აშშ-ის – 1 353 530 შემთხვევა და ესპანეთის – 264 663 შემთხვევა – შემდეგ) მეოთხეზე გადაინაცვლა – მას დიდმა ბრიტანეთმა გაუსწრო, სადაც გასულ 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 3923 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და მთლიანობაში ამ მაჩვენებელმა 219 183-ს მიაღწია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close