კრიმინალიnewsსაბერძნეთი

ათენში ბიზნესმენი დააყაჩაღეს

ათენში ბიზნესმენი საკუთარ სახლში დააყაჩაღეს. მან მოგვიანებით მოახერხა პოლიციისთვის შეტყობინების გაგზავნა, მაგრამ თავდამსხმელებმა მიმალვა მოასწრეს.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ათენის ერთ-ერთ ჩრდილოეთ რაიონში (სავარაუდოდ, კიფისიაში), ბიზნესმენის სახლში მძრაცველებმა შეაღწიეს. ბიზნესმენი ამ დროს სახლში მარტო იმყოფებოდა. ყაჩაღებმა მას ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვეს; საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც საწადელს მიაღწიეს, სახლის მეპატრონე დააბეს და წავიდნენ. მსხვერპლმა მალე მოახერხა თავის დახსნა და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა, მაგრამ ყაჩაღების ცხელ კვალზე დაკავება ვერ მოხერხდა. ასევე უცნობია, რა რაოდენობის თანხა და ძვირფასეულობა გაიტაცეს თავდამსხმელებმა.

მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close