მედიცინასაქართველო

საქართველოს აქვს შანსი, ორი ყველაზე პერსპექტიული მედიკამენტი ერთ-ერთმა პირველმა მიიღოს – თენგიზ ცერცვაძე

ჯანდაცვის სისტემის საერთაშორისო ავტორიტეტის გამო, რომელიც საქართველომ მოიხვეჭა კონკრეტულად კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესების ძალიან წარმატებული მართვით, ჩვენს ქვეყანას აქვს შანსი, რომ მსოფლიოში ორი ყველაზე პერსპექტიული მედიკამენტი, რემდესივერი და კამოსტატი (camostat mesilate) ერთ-ერთმა პირველმა მიიღოს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, პრეპარატი კამოსტატი (camostat mesilate) იაპონიაში შეიქმნა და თავისი მოქმედების მექანიზმით ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემია.

„ეს მედიკამენტი ბლოკავს ვირუსის ცილას, რომლის საშუალებითაც ვირუსი შედის უჯრედში, თუ ამ მედიკამენტმა იმუშავა, საქმე, რომელსაც ის ასრულებს ექსპერიმენტში, რომლის იმედიც აქვთ, მაშინ ეს მედიკამენტი შესაძლოა, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მომავალში შესაძლოა, რემდესივირსაც გადაასწროს. საქართველომ აქაც პირველმა აუღო ალღო ამას და როდესაც ეს მედიკამენტი შექმნილი იყო, ჯერ მის შესახებ თითქმის არავინ იცოდა მსოფლიოში, როდესაც ჩვენ გავეცანით ამ მედიკამენტის მოქმედების მექანიზმს, ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა საქართველომ თხოვნა ამ მედიკამენტზე. ძნელია შეპირება, რადგან ახლა მთელი მსოფლიო ჩადგა იქაც რიგში, მაგრამ ასევე არის იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ამ მედიკამენტს. დღეს საქართველოს, მისი ჯანდაცვის სისტემის საერთაშორისო ავტორიტეტის და იმ ავტორიტეტის გამო, რომელიც მან მოიხვეჭა კონკრეტულად კორონავირუსთან ძალიან წარმატებული მართვით, აქვს შანსი, რომ მსოფლიოში ორი ყველაზე პერსპექტიული მედიკამენტი ერთ-ერთმა პირველმა მიიღოს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

1tv.ge

p. s. საქართველოში პირველ მაისს COVID -19-ით ინფიცირებული მე-7 პაციენტი გარდაიცვალა. 83 წლის მამაკაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის (00:00, 2 მაისი, 2020) სულ ქვეყანაში დადასტურებულია SARS-CoV-2-ით ინფიცირების 566 შემთხვევა, მათგან 207 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში 5025 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close