„შიმშილის სპირალი“: კორონავირუსი საკვების მიწოდების ჯაჭვებს ანადგურებს
ექსპერტების აზრით, ყველაზე არახელსაყრელი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას იმ ქვეყნებში, სადაც საკვების იმპორტის წილი დიდია
მთელ მსოფლიოში უახლოეს მომავალში შეიძლება გარკვეული ტიპის საქონლის დეფიციტი შეიქნას. ამის შესახებ ვაჭრობის ექსპერტები საუბრობენ. ფაქტია, რომ კოროვირუსული პანდემიის და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო მწარმოებლები და მომწოდებლები იძულებულნი არიან, თავიანთი სამუშაო სქემები შეცვალონ. ანალიტიკოსების აზრით, ამ ცვლილებებმა არ შეიძლება გავლენა არ მოახდინოს მომხმარებლებზე.
ზოგიერთ ქვეყანაში კოროვირუსის გავრცელების გამო მოხმარების მკვეთრმა ზრდამ შეიძლება სხვა ქვეყნებში შიმშილი გამოიწვიოს. სურსათის უკმარისობის თავიდან ასაცილებლად ყაზახეთმა, რომელიც მსოფლიოში ფქვილის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, დროებით შეაჩერა მისი საზღვარგარეთ გაყიდვა. ანალოგიურად მოიქცა ვიეტნამი, ბრინჯის სიდიდით მესამე მიმწოდებელი, და სერბეთი, მზესუმზირის ზეთის უდიდესი ექსპორტიორი. ამ ვითარებაში გაერომ დიდი ოცეულის ქვეყნებს მოუწოდა, არ დაუშვან ბაზარზე გადახრები.
„COVID-19-ის პანდემია გავლენას ახდენს კვების სისტემებზე და სურსათის უვნებლობის ყველა დონეზე მთელ მსოფლიოში. არცერთი ქვეყანა არაა ამისგან დაცული. ყველაზე მეტად უღარიბესი და დაუცველი მოსახლეობა დაზარალდება და მთავრობებმა უნდა გააძლიეროს სოციალური დაცვის მექანიზმები, რათა მათთვის საკვები ისევ ხელმისაწვდომი იყოს“, – განაცხადა ციუ დუნიუიმ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
ეს ყველაფერი უკვე იყო 2007-2008 წლების კრიზისის დროს, როდესაც პროდუქტების ფასები მუდმივად იცვლებოდა დამაშინ ყველაზე მეტად დაზარალდნენ სწორედ განვითარებადი ქვეყნები. დღეს ბაზრებზე შექმნილმა აჟიოტაჟმა უკვე გამოიწვია ხორბლის15 ცენტით გაძვირება, ამასთან, ხორბლის მარაგების კორექტირება კორონავირუსს არ მოუხდენია. მიმდინარე წელს კი რეკორდული მოსავლის პროგნოზია – 280 მლნ ტონა და არსებობს ვარაუდი, რომ პროდუქციის სიჭარბის გამო ფასი დაეცემა და ფქვილის დეფიციტი არ შეიქმნება.
თუმცა ბრიტანული გაზეთი The Guardian-ი „შიმშილის სპირალს“ პროგნოზირებს მიწოდების ქსელის მოშლის გამო. სატვირთო მანქანები უბრალოდ ვერ ახერხებენ პროდუქციის მომხმარებლისთვის მიწოდებას. საზღვრები დაკეტილია, ქვეყანები კი მხოლოდ იმის ნახევარს აწარმოებენ, რასაც მოიხმარენ.
ყველაზე რთულ ვითარებაში შესაძლოა აღმოჩნდნენ ვენესუელა, ალჟირი, მავრიტანია და, პრაქტიკულად, მთელი ახლო აღმოსავლეთი, სადაც იმპორტის წილი 50 პროცენტს აჭარბებს. ყველაზე თავდაჯერებულად გრძნობენ თავს ავსტრალია, კანადა და არგენტინა. რუსეთი და შეერთებული შტატები შუალედურ ადგილს იკავებენ.
თამარ ქავჟარაძე
ამავე თემაზე: COVID-19 „ბიბლიური მასშტაბის შიმშილობით“ გვემუქრება – დევიდ ბისლი
კომენტარები